
1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრ კავშირის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული უნდა დარჩენილიყო. კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.
კრემლში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. კრიზისის განმუხტვა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ედუარდ შევარდნაძე მოსკოვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გამართა. მოლაპარაკების შემდეგ მიღებულ იქნა ნებართვა, ახალ კონსტიტუციაში ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი შეენარჩუნებინა.
No comments:
Post a Comment