- დიდი სიამოვნებით, გისმენ.
-რამდენად გიყვარს წიგნების კითხვა?
- წიგნების კითხვა მიყვარს, განსაკუთრებით რომანების.
-შენი საყვარელი წიგნი თუ გაქვს?
-კი მაქვს - ერიკ მარია რემარკის ,,ტრიუმფალური თაღი''.
- შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა?
- სამწუხაროდ, წიგბის კითხვისათვის დიდი დრო აღარ მრჩება, მაგრამ ზოგადად წიგნის კითხვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კითხვისას უკეთესად აზროვნებ, აანალიზებ მოვლენებსა და ფაქტებს, გიყალიბდება მსჯელობის უნარი დ შეხედულებები ამა თუ იმ მოვლენების მიმართ.
- შენი აზრით, რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები?
- ძალიან ბევრი მიზეზის გამო : დავიწყოთ იქიდან, რომ ახლა წიგნი მოთხოვნადი აღარაა, რადგან არსებობს კომპიუტერი, თუმცა ზოგადად წიგნის კიტხვა განათლებულს ხდის ადამიანს. მაგალითად, ისტორიული ჟანრის წიგნებზე თუ ვისაუბრებთ ბევრ იმფორმაციას გაწვდის და განათლებას იღებ. რომანებში უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებს ვაწყდებით, გვასწავლის სიყვარულს, მეგობრობას და გვაძლევს მცირე ცხოვრებისეულ გამოცდილებას.მე ვიტყოდი, რომ წიგნი ერთგვარი მასწავლებელია.
- მადლობა ინყერვიუსათვის.
- არაფერს.
No comments:
Post a Comment