Tuesday, May 10, 2016

ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ თათია კორღალიძესთან

- გამარჯობა. რამდენიმე კითხვას დაგისვამ თუ შეიძლება.
- დიდი სიამოვნებით, გისმენ.
-რამდენად გიყვარს წიგნების კითხვა?
- წიგნების კითხვა მიყვარს, განსაკუთრებით რომანების.
-შენი საყვარელი წიგნი თუ გაქვს?
-კი მაქვს - ერიკ მარია რემარკის ,,ტრიუმფალური თაღი''.
- შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა?
- სამწუხაროდ, წიგბის კითხვისათვის დიდი დრო აღარ მრჩება, მაგრამ ზოგადად წიგნის კითხვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კითხვისას უკეთესად აზროვნებ, აანალიზებ მოვლენებსა და ფაქტებს, გიყალიბდება მსჯელობის უნარი დ შეხედულებები ამა თუ იმ მოვლენების მიმართ.
- შენი აზრით, რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები?
- ძალიან ბევრი მიზეზის გამო : დავიწყოთ იქიდან,  რომ ახლა წიგნი მოთხოვნადი აღარაა, რადგან არსებობს კომპიუტერი, თუმცა ზოგადად წიგნის კიტხვა განათლებულს ხდის ადამიანს. მაგალითად, ისტორიული ჟანრის წიგნებზე თუ ვისაუბრებთ ბევრ იმფორმაციას გაწვდის და განათლებას იღებ. რომანებში უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებს ვაწყდებით, გვასწავლის სიყვარულს, მეგობრობას და გვაძლევს მცირე ცხოვრებისეულ გამოცდილებას.მე ვიტყოდი, რომ წიგნი ერთგვარი მასწავლებელია.
- მადლობა ინყერვიუსათვის.
- არაფერს.

Tuesday, May 3, 2016

წმინდა ცეცხლი 30.05.2016


როგორ ავირჩიოთ სწორად მომავალი პროფესია

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის დროსაც მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად შეცვლის მთელს ცხოვრებას. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი მომენტია პროფესიის არჩევაც, რადგან შემდეგ  მთელი ცხოვრების მანძილზე მოგიწიოთ ამ პროფსიასთან შეგუება.
 როგორ უნდა ავირჩიოთ მომავალი პროფესია სწორაად? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პროფესიის არჩევისას უნდა დაფიქრდეთ ესა თუ ის თქვენს მიერ შერჩეული პროფესია რამდენად საინტერესოა თქვენთვის და რამდენად მოგანიჭებთ მისი კეთება სიამოვნებას. 
შემდეგი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის თუ რამდენად პერსპექტიულია თქვენს მიერ არჩეული პროფესია, მაგრამ პროფესიის არჩევა მხოლოდ პრესტიჟისა და ფულის გამო არ ღირს.
 და ბოლოს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ საკუთარი შესაძლებლობები. გაართმევთ თუ არა კარგად თავს ამ პროფესიის არჩევის შემდეგ დაკისრებულ საქმეებს. ამ კრიტერიუმებს თუ გაითვალისწინებთ, ნამდვილად შეძლებთ თქვენთვის შესაფერისი  პროფესიის შერჩევას.

Thursday, April 28, 2016

ვარდისფერი ტბა

რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ვარდისფერი ტბა, მართლაც არსებობს. იგი აფრიკის კონტინენტზე, მწვანე კონცხის ნახევარკუნძულზე, სენეგალში მდებარეობს. მისი შეფერილობა ტბაში არსებულმა წყალმცენარემ მლაშე დუნალიელამ გამოიწვია, რომელიც გამოყოფს წითელ პიგმენტს.
  ტბა ცნობილია დიდი მარილიანობით. ტბაში მარილის რაოდენობა 40 პრომილეს აღემატება. ერთ ლიტრ წყალში 380 გრამი მარილია. 
  იუნესკო ტბას განიხილავს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. ვარდისფერ ტბას, მეორენაირად ,,რეტბასაც'' უწოდებენ. მისი შეფერილობა განსაკუთრებით შესამჩნევია შედარებით მშრალ ამინდებში (ნოემბრიდან-ივნისამდე), ხოლო ნაკლებად შესამჩნევია წვიმიან სეზონებში (ივლისიდან-ოქტომბრამდე).


Monday, April 25, 2016

საყოფაცხოვრებო ნივთების ისტორია

ბოლო 100 წლის განმავლობაში ცხოვრების გასაიოლებლად მრავალი ხელსაწყო გამოიგონეს. ამ პოსტით, მე შევეცდები, რამდენიმე მათგანის მოკლე ისტორია გაგაცნოთ.

                                              უთო
ზოგადად უთოს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. მას ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში იყენებდნენ ძველი ბერძნები სხვადასხვა ქსოვილებისათვის ნაკეცების გასასწორებლად.
1850-იან წლებში გაუთოება საკმაოდ ძნელ საქმეს წარმოადგენდა. უთოს ცეცხლზე გახურება იყო საჭირო. მაგრამ მანამ, სანამ ცეცხლზე გასაცხელებელ უთოს გამოიგონებდნენ, იყენებდნენ ისეთ უთოს, რომელშიც გავარვარებული ნაკვერჩხლების ჩაყრა იყო საჭირო.  ელექტროუთო 1882 წელს გამოიგონა ჰენრი სილმა.
                                                         სარეცხი მანქანა
მარტივი სარეცხი მანქანები 1900-იან წლებში გაჩნდა. სარეცხს ხის კასრში ყრიდნენ და ხელით ატრიალებდნენ. 1920 წლიდან სარეცხი მანქანები ძრავებით აღჭურვეს, მაგრამ სარეცხის გასაწურად ჯერ კიდევ ხელის მოწყობილობა გამოიყენებოდა.
 თანამედროვე სარეცხი მანქანას რამდენიმე პროგრამა აქვს : ის თვითონ რეცხავს, წურავს და აშრობს.
                                                            მაცივარი
ასეულობით წლების განმავლობაში ადამიანი საკვებს ყინულში ინახავდნენ. 1890 წელს გამოიგონეს საყოფაცხობრებო მაცივარი.  1912-1915 წლებში კლარენს ბერდსაიმ აღმოაჩინა, რომ საკვები გაყინვისას უფრო დიდხანს ინახება. დღეს თითქმის ყველა ადამიანი იყენებს მაცივარს საკვების შესანახად.
                                               ცენტრალური გათბობა
ძველ რომში მთელ სახლს ათბობდნენ მიწის ქვეშ განლაგებილი მილებიდან წამოსული ცხელი ჰაერით. ეს იყო პირველი ცენტრალური გათბობა. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში გამოიგონეს ,,ქვაბი'' რომელიც რადიტორებისთვის წყალს აცხელებდა. დღეს უამრავი სახლი თბება ცხელი ჰაერის ნაკადით, რომელიც ყველა ოთახშია გაყვანილი.
                                                   ფოტოაპარატი
1839 წელს გამოიგონეს პირველი ფოტოაპარატი, რომელიც სურათს სპეციალურ ქაღალდზე ან მინაზე გამოსახავდა, თანაც ძალიან ნელა. 1889 წელს კოდაკის პირველი პორტატული კამერები გამოიგონეს.
  ამ აპარატში გადასახვევი ფოტოფირი გამოიყენებოდა, რის გამოც ფოტოს გადაღება უფრო სწრაფიც გახდა და იაფიც, მაგრამ იმ დროისთვის ფოტო საკმაოდ დაბალი ხარისხის იყო.
დღევანდელი ფოტოაპარატები ძალიან მაღალი ხარისხისაა. მათ გადაღება სიბლენეში და წყალქვეშაც კი შეუძიათ.

Sunday, April 24, 2016

ბრძნული იგავები

                                                     ქვის მთლელი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვის მთლელი. ის დაიღალა მზის გულზე, საშინელ სიცხეში მუშაობით და თავისთვის ჩაილაპარაკა: 
— მე მომბეზრდა ასე ცხოვრება და ქვების თლა იქამდე, ვიდრე დაღლილობისგან არ დავეცემი... და კიდევ ეს მზე, რომელიც მუდმივად ანათებს! როგორ ძალიან მინდა მის ადგილზე ყოფნა! ვიცხოვრებდი მაღლა ცაში, ვიქნებოდი ყოვლისშემძლე, ცხელი, მთელს მსოფლიოს ჩემს სხივებს მოვფენდი! — ბოლო სიტყვის თქმა ვერ მოასწრო რომ საოცრება მოხდა: მისი ნატვრა ახდა და ქვის მთლელი მზედ გადაიქცა. ის ძალიან ბედნიერი იყო, რომ სურვილი შეუსრულდა და სიხარულით დაიწყო თავისი სხივების გაგზავნა სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ, მან შეამჩნია, რომ ღრუბლები, მის სხივებს გზას უღობავდნენ.
— რად მინდა მზე რომ ვიყო, თუ უბრალო ღრუბლებს შეუძლია ჩემს სხივებს გზა გადაუღობოს და არ გაუშვას? — წამოიძახა მან. — თუ ღრუბელი მზეზე ძლიერია, მირჩევნია ღრუბელი ვიყო! და ის ღრუბლად გადაიქცა. მან მთელ დედამიწას შემოუარა, მიფრინავდა და მიწას აწვიმდა, მაგრამ, უეცრად ქარი ამოვარდა და ღრუბლები გაფანტა.
— ჰო, ქარს, თურმე, ღრუბლების გაფანტვა შეძლებია, ესე იგი, ის უფრო ძლიარია, მე მინდა, რომ ვიყო ქარი! — გადაწყვიტა მან. და გახდა ქარი. და დაქროდა ის მთელს მსოფლიოში. ის აწყობდა ქარიშხლებს და ტაიფუნებს. მაგრამ, უეცრად შეამჩნია, რომ მას გზას კედელი უღობავდა. ძალიან მაღალი და ძალიან მტკიცე. ეს იყო მთა.
— რად მინდა ქარი რომ ვიყო, თუ უბრალო მთას შეუძლია რომ შემაჩეროს? ის ყველაზე ძლიერია! — თქვა ეს ჩვენმა გმირმა და მთად გადაიქცა. და უეცრად მან იგრძნო, რომ გვერდში რაღაც უკაკუნებდა. რაღაც, რაც მასზე უფრო ძლიერია. მას მისი ძირის გამოთხრა და დასამარება უნდა. და ეს იყო… პატარა ქვისმთლელი!
                                                               
                                                      სამი საცერი 
 ერთი კაცი მივიდა სოკრატესთან და ჰკითხა:
— იცი, რა თქვა შენზე შენმა მეგობარმა?
— მოიცადე, — გააჩერა ის სოკრატემ, — ჯერ ის რაც უნდა თქვა, სამ საცერში გაატარე.
— სამ საცერში?
— ვიდრე რამეს იტყვი, ის სამჯერ უნდა გაცრა. ჯერ სიმართლის საცერში. დარწმუნებული ხარ, რომ ეს სიმართლეა?
— არა, მეც სხვისგან გავიგე.
— ე. ი. შენ არ იცი, ეს სიმართლეა თუ არა. მაშინ მეორე საცერში გაატარე — სიკეთის საცერში. შენ, ჩემს მეგობარზე, რამე კარგი უნდა მითხრა?
— არა, პირიქით.
— ესე იგი, — გააგრძელა სოკრატმა, — შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თან დარწმუნებული არ ხარ იმაში, რომ ეს სიმართლეა. მესამე საცერიც გამოვიყენოთ — სარგებლობის საცერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რის მოყოლასაც აპირებ?
— არა, ამის აუცილებლობა არ არის.
— ამრიგად, — დაასკვნა სოკრატმა, — იმაში, რისი თქმაც შენ გინდა, არც სიმართლეა, არც სიკეთე და არც სარგებელი. მაშინ რატომ უნდა მითხრა?

                                           იღბალი 
მას შემდეგ, რაც ღმერთმა სამყარო შექმნა, ჯერი იღბალზე მიდგა :
- ვისთან წახვაალ? - ჰკითხა ღმერთმა იღბალს.
- წავალ, ყველაზე ზარმაც ადამიანს ვნახავ და მასთან დავრჩები, - უპასუხა იღბალმა.
- ეგ როგორ? ქვეყანაზე ხომ ძალიან ბევრი შრომისმოყვარე ადამიანია, შენ კი ზარმაცთან მიდიხაარ?
იღბალმა კი საპასუხოდ მიუგო:
- შრომისმოყვარე მე თავად მიპოვის...

ბზობა

ბზობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი საღმრთო დღესასწაულია. იგი მოძრავია და აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ბზობის დღესასწაული ქრისტიანული კულტურის მსახურებაში IV საუკუნიდან შემოვიდა. ამ დღესასწაულის შინაარსი მომდინარეობს სახარების მოთხრობიდან, სადაც აღწერილია ,,პასექის დღესასწაულზე'' დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს იქ მისვლას ხალხი დიდი ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს საკუთარ სამოსს უგებდა, ზოგიც პალმის ტოტებს (ბაიას) უფენდა, თან ,,ოსანას'' შესძახოდნენ.
  ბზობის დღესასწაული სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს : მღვდელმსახურები მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, ასევე გალობენ ,,ოსანას''. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს, ხოლო რუსეთში - ტირიფი.