უთო
ზოგადად უთოს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. მას ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში იყენებდნენ ძველი ბერძნები სხვადასხვა ქსოვილებისათვის ნაკეცების გასასწორებლად.
1850-იან წლებში გაუთოება საკმაოდ ძნელ საქმეს წარმოადგენდა. უთოს ცეცხლზე გახურება იყო საჭირო. მაგრამ მანამ, სანამ ცეცხლზე გასაცხელებელ უთოს გამოიგონებდნენ, იყენებდნენ ისეთ უთოს, რომელშიც გავარვარებული ნაკვერჩხლების ჩაყრა იყო საჭირო. ელექტროუთო 1882 წელს გამოიგონა ჰენრი სილმა.
სარეცხი მანქანა
მარტივი სარეცხი მანქანები 1900-იან წლებში გაჩნდა. სარეცხს ხის კასრში ყრიდნენ და ხელით ატრიალებდნენ. 1920 წლიდან სარეცხი მანქანები ძრავებით აღჭურვეს, მაგრამ სარეცხის გასაწურად ჯერ კიდევ ხელის მოწყობილობა გამოიყენებოდა.
თანამედროვე სარეცხი მანქანას რამდენიმე პროგრამა აქვს : ის თვითონ რეცხავს, წურავს და აშრობს.
მაცივარი
ასეულობით წლების განმავლობაში ადამიანი საკვებს ყინულში ინახავდნენ. 1890 წელს გამოიგონეს საყოფაცხობრებო მაცივარი. 1912-1915 წლებში კლარენს ბერდსაიმ აღმოაჩინა, რომ საკვები გაყინვისას უფრო დიდხანს ინახება. დღეს თითქმის ყველა ადამიანი იყენებს მაცივარს საკვების შესანახად.
ცენტრალური გათბობა
ძველ რომში მთელ სახლს ათბობდნენ მიწის ქვეშ განლაგებილი მილებიდან წამოსული ცხელი ჰაერით. ეს იყო პირველი ცენტრალური გათბობა. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში გამოიგონეს ,,ქვაბი'' რომელიც რადიტორებისთვის წყალს აცხელებდა. დღეს უამრავი სახლი თბება ცხელი ჰაერის ნაკადით, რომელიც ყველა ოთახშია გაყვანილი.
ფოტოაპარატი
1839 წელს გამოიგონეს პირველი ფოტოაპარატი, რომელიც სურათს სპეციალურ ქაღალდზე ან მინაზე გამოსახავდა, თანაც ძალიან ნელა. 1889 წელს კოდაკის პირველი პორტატული კამერები გამოიგონეს.
ამ აპარატში გადასახვევი ფოტოფირი გამოიყენებოდა, რის გამოც ფოტოს გადაღება უფრო სწრაფიც გახდა და იაფიც, მაგრამ იმ დროისთვის ფოტო საკმაოდ დაბალი ხარისხის იყო.
დღევანდელი ფოტოაპარატები ძალიან მაღალი ხარისხისაა. მათ გადაღება სიბლენეში და წყალქვეშაც კი შეუძიათ.
No comments:
Post a Comment