Friday, April 22, 2016

საინტერესო ფაქტები დედამიწის შესახებ

რადგან 22 აპრილი დედამიწის დღეა მინდა ამ პოსტით დედამიწის შესახებ რემდენიმე საინტერესო ფაქტი გაგიზიაროთ.

  1. საშუალო მანძილი მზესა და დედამიწას შორის 149 მილიონი კილომეტრია.
  2. დედამიწის 71%  წყლით არის დაფარანული. 
  3. დედამიწაზე უდაბნოების უმეტესობა სულაც არ შედგება ქვიშისაგან, მისი 85% ქანებსა და ხრეშს შეიცავს. 
  4. დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომელიც ტექტონიკური ფილებისაგან შედგება. (იგი 7 ტექტონიკური ფილისაგან შედგება) 
  5. დედამიწის შიდა ბირთვის ტემპერატურა 5 000 - 7 000 გრადუსია, რაც უტოლდება მზის ზედაპირის ტემპერატურას.
  6. მზის ორბიტაზე დედამიწა 108 000 კილომეტ საათ სიჩქარით გადაადგილდება.
  7. დედამიწა სიდიდით მეხუთე პლანეტაა.
  8. იგი დაახლოებით 4,54 მილიარდი წლისაა.
  9. დედამიწის ზედაპირის მინიმალური ტემპერატუტა -89,2 გრადუსია. მაქსიმალური  +57,8 . ხოლო საშუალო +14 გრადუსი.
  10. ფილების მოძრაობისას, თუ ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან წარმოიქმნება მთები, ხოლო თუ შორდებიან მიწისძვრები. 

No comments:

Post a Comment