ალბათ თქვენც გაქვთ სუნამო სხვადასხვა არმოატით და ხშირად იყენებთ კიდეც მას, მაგრამ თუ გიფიქრიათ სად და როდის შეიქმნა პირველი სუნამო? სუნამოს შექმნის ისტორია აზიიდან მომდინარეობს. ძველ მესოპოტამიაში წვავდნენ ხის ქერქებს, ფისსა და ზეთს, რათა ჩაეტარებინათ სხვადასხვა საღმრთო რიტუალები. ასევე ისინი ხშირად ასველებდნენ ხის ქერქებსა და ფისს წყლითა და ზეთით შეზავებული საკმევლით, რითიც შემდეგ სხეულს იწმენდნენ. ამასთანავე ამ სითხით ბანდნენ მიცვალებულებსაც.
მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ეგვიპტური იეროგლიფების საშუალებით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ეგვიპტელებმა სუნამოს საიდუმლოს მიგნება ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ დაიწყეს. ანტიკურ ცივილიზაციაში, როგორც ასეთი სუნამო არ არსებობდა, მაგრამ ისინი იყენებდნენ ყვავილებისა და მცენარეების სურნელს არომატისათვის, რათა ჩაეტარებინათ რელიგიური რიტუალები, ამასთანავე მათ სჯეროდათ, რომ სურნელს შეეძლო ავადმყოფების განკურნება და სხეულის სრულყოფა.
არომატებმა ნელ-ნელა მოაჯადოვა მთელი მსოფლიო, ბერძნები ფიქრობდნენ, რომ სურნელს თავად ღმერთები ქმნიდნენ. ასევე აღმოსავლურ რელიგიაში დიდი მნიშვნელობა მიენიჭა არომატებს.
ევროპაში ვარდის წყალი პირველად ჯვაროსნებმა შეიტანეს. ევროპელებს დიდი დრო დასჭირდათ იმის მისახვედრად, თავად როგორ დაემზადებინათ ვარდის წყალი.
თანამედროვე სუნამოსთან მიახლოებულია ,,უნგრული წყალი'' , რომელიც დაამზადეს ევროპაში ვარდის წყლის შეტანის შემდეგ, იგი სურნელოვანი წეთის სპირტში გახსნით მიიღეს. სწორედ ,,უნგრული წყლის'' საშუალებით ცდილობდნენ ევროპელები განთავისუფლებულიყვნენ საშინელი სუნისაგან, რომელიც კანალიზაციის უქონლობის გამო იყო. ინგლისის დედოფალმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ,,უნგრული წყლის'' დასხმა უბრძანა, ასევე საფრანგეთშიც, ყველაფერი გაჟღენთილი იყო ამ სუნამოთი.
მეთვრამეთე საუკუნეში უკვე შეიქმნა მანუფაქტურები, სადაც ოდეკოლონის ჩასასხმელ ფლაკონებს ამზადენდნენ. 1903 წლიდან კი გასაყიდად გამოვიდა პირველი სუნამო.
No comments:
Post a Comment