ბზობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი საღმრთო დღესასწაულია. იგი მოძრავია და აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ბზობის დღესასწაული ქრისტიანული კულტურის მსახურებაში IV საუკუნიდან შემოვიდა. ამ დღესასწაულის შინაარსი მომდინარეობს სახარების მოთხრობიდან, სადაც აღწერილია ,,პასექის დღესასწაულზე'' დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს იქ მისვლას ხალხი დიდი ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს საკუთარ სამოსს უგებდა, ზოგიც პალმის ტოტებს (ბაიას) უფენდა, თან ,,ოსანას'' შესძახოდნენ.
ბზობის დღესასწაული სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს : მღვდელმსახურები მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, ასევე გალობენ ,,ოსანას''. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს, ხოლო რუსეთში - ტირიფი.
No comments:
Post a Comment