Friday, April 15, 2016

,,დედა ენა''


  დაწყებითი კლასებისათვის, ქართული ენის შესასწავლი ორიგინალი სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილმა შექმნა. წიგნი პირველად 1876 წელს გამოიცა ,,დედა ენა ანუ ანბანი და საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის''. 1906 წლიდან  ,,დედა ენა'' ორ წიგნად გამოიცა : პირველი ნაწილში მოცემული იყო წერა-კითხვის შესასწავლი მასალა. ხოლო მეორე ნაწილში განთავსებული იყო საყმაწვილო თხზულებები, ხალხური შემოქმედება და გეოგრაფიული, საბუნებისმეტყველო, ისტორიული და ეთნოგრაფიული სტატიები.
  1876-1912 წლებში, იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში, ,,დედა ენა'' 33-ჯერ გამოიცა, ხოლო ავტორის გარდაცვალების შემდეგ წიგნის გამოცემა სპეციალურ კომისიას მიენდო.
 პირველი ,,დედა ენის'' შექმნიდან 140 წელი გავიდა, მიუხედავად ამისა, ამ დროის განმავლობაში მას მაინც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. იაკობ გოგებაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ერის საგანმანათკებლო კულტურაში.

No comments:

Post a Comment