საღეჭი რეზინი... ერთი შეხედვით ეს უწყინარი და გემრიელი რამ საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისათვის. უამრავი ფერისა და გემოს მქონე საღეჭი რეზინი არსებობს, ალბათ თქვენც ბევრი გაგისინჯავთ და არც კი დაფიქრებულხართ თუ რა ზიანის მოყენება შეუძლია მას ჩვენთვის.
საღეჭი რეზინის ისტორია უძველესი დროიდან მომდინარეობს. ძველ დროს ხის ფისს, კაუჩუკს, არომატული ხის ფოთლებს და სხვა საშუალებებს იყენებდნენ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად.
საღეჭი რეზინის ფაბრიკა პირველად ამერიკაში აშენდა. მის მწარმოებელი ჯონ კორტისი იყო.
,,საღეჭი რეზინის'' წარმოებისას გამოიყენება დიდი რაოდენობით ქიმია.მისი წარმოქმნა თავდაპირველად საღეჭი ფუძისაგან იწყება. რომელიც პროდუქტს ელასტიურს ხდის. საღეჭ ფუძეს ათავსებენ მიქსერში, შემდეგ უმატებენ საღებავს, არომატიზატორებს და გლუკოზის სიროფს სიტკბოსათვის. ამ ყველაფრის შერევის შემდეგ იგი თხევადია, (რაც შემდგომში უნარჩუნებს ელასტიურ მდგომარეობას). ყველაფერ ამას მაღალ ტემპერატურაზე ურევენ რათა ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერიოს. შემდეგ გადის გარკვეულ პროცედურებს და ხდება დაფასოება.
ბევრჯერ გაგვიგია, რომ საღეჭი რეზინი სასარგებლოა კბილებისათვის, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს პირიქითაა, იგი ხელს უწყობს კარიესს. ასევე მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ იგი ხელს უწყობს მეხსიერების დაქვეითებას, ხოლო ნაწილი კი ამბობს, რომ იგი აძლიერებს აზროვნებას.
No comments:
Post a Comment