Wednesday, April 6, 2016

,,საიდუმლო სერობა''

 როდესაც ლეონარდო და ვინჩი ,,საიდუმლო სერობას'' ქმნიდა, უდიდესი სირთულის წინაშე წარსდგა: მას იესო უნდა განესახიერებინა სიკეთის სახით, ხოლო იუდა -ბოროტების სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიდა მანამდე, სანამ იდიალურ მოდელებს არ მიაგნო.
   ერთხელ ლეონარდო მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა, მხატვარმა მათგან ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი და სრულყოფილი სახე შეიცნო. მან ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა.
  სამი წლის შემდეგ მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი ლეონარდოს აჩქარებდა, მაგრამ მან ვერაფრით მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუადს დასახატად გამოდგებოდა.
  რაღაც დროის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ჩამოძონძილი და ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა. მხატვარს ნამუშევრის დასასრულებლად დრო აღარ რჩებოდა, მან თანაშემწეებს უბრძანა, კაცი ტაძარში წაეყვანათ. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში. ლეონარდომ დახატა იუდა, რომლის სახეზეც აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი. როდესაც მხატვარმა ხატვა დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა. გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა შეშინებულმა წამოიძახა:
- ეს ნახატი ნანახი მაქვს!
- კი მაგრამ, საიდან ? - გაუკვირდა ლეონარდოს.
- სამი წლის წინს სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში მვღეროდი, მომავლის იმედი მქონდა... ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა...

No comments:

Post a Comment