საუკუნეების განმავლობაში უამრავი წიგნი იწერებოდა და იქმნებოდა შედევრები. წიგნის კითხვა უმნიშვნელოვანესია ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. დღეს წიგნის კითხვა ინტერნეტმა შეცვალა, მაგრამ ვერანაირი ინტერნეტი და ტექნელოგია ვერ შეცვლის იმ ლიტერატურულ შედევრებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, ლიტერატურის სფეროში დაგროვდა. პირადად ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია ისეთი ადამიანი, რომელიც აბუჩად იგდებს და ზერელედ ეკიდება წიგნის კითხვას. ადამიანების რაღაც ნაწილს წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რამხელა როლს ასრულებენ წიგნები ჩვენს ცხოვრებაში. წიგნები გვიმაღლებენ ჩვენს სულიერ სამყაროს, გადავყავართ სხვა სამყაროში, პერსონაჟები ავსებენ ჩვენს ცხოვრებას და გვაძლევენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. "ადამიანი სულ ცოტათი მაინც უნდა გახადოს წიგნმა იმაზე უკეთესი ვიდრე ამ წიგნის წაკითხვამდე იყო"- ეს გურამ დოჩანაშვილის სიტყვებია. მართლაც ასეა, თითოეული წიგნი გვმატებს გამოცდილებას და ვიგებთ უფრო მეტს.
სამწუხაროდ, დღეს ბევრ ადამიანს წიგნის კითხვაზე მეტად კომპიუტერული თამაშები და სოციალურ ქსელში აქტივოობა ურჩევნია. თითოეული ჩვენთაგანისთვის აუცილებელია წიგნის კითხვა, რადგან მხოლოდ წიგნებს შეუძლიათ ჩვენი სულის გადარჩენა...
მუსიკა... ეს ის ხელოვნებაა რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა. ,,მუსიკა ფლობს მაგიურ ძალას, წამიერად ახდენს გაფანტული გონების კონცენტრაციას და ამშვიდებს აფორიაქებულ სულს.''- ეს სიტყვები უილიამ კონგრივმა დაწერა. მართლაც, მუსიკას საოცარი ძალა აქვს, რომელსაც შეუძლია ადამიანის ფსიქოლოგიაზე გავლენის მოხდენა. ,,მუსიკალური აღზრდა - ყველაზე ძლიერი იარაღია, რამეთუ რიტმი და ჰარმონია აღწევს ყველაზე დაცულ, სიღრმისეულ და იდუმალ ადგილებს ადამიანის სულში...'' - ეს ფრაზა საუკუნეების წინ დაწერილ ხელნაწერებშია აღმოჩენილი. იმის მიხედვით თუ რა ჟანრის მუსიკას უსმენს ადამიანი შეგვიძლია გამოვიცნოთ მისი
სულიერი სამყარო. მაგალითად : ადამინები, რომლებიც უსმენენ მძიმე მუსიკას, როგორიცაა მძიმე როკი და სხვა მსგავსი ჟანრი, ისინი აგრესიულები და დეპრესიულები არიან, მათ აღიზიანებთ ოპტიმისტი ადამიანები, რომლებიც კმაყოფილები არიან ყველაფერით.
ისეთი ადამიანები, რომლებიც უსმენენ როკს და სხვადასხვა მელანქოლიური ჟანრის მუსიკას, ისინი თვლიან რომ ყველაფერი სისულელეა და ყველაფრისადმი გულგრილად არიან განწყობილნი, მათ სურთ თავი ისე წარმოაჩინონ თითქოს მათთვის ყველაფერი სულ ერთია. ისინი ვინც უსმენს ჰიპ-ჰოპს და რეპს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან რაღაც არარეალურს და ცდილობენ დაამკვიდრონ თავისი წესები.
ჯაზის და ბლუზის მსმენელები არიან ძირითადათ ისეთი ადამიანები, რომლებსაც მობეზრებული აქვთ ყოველდღიურობა და ისწრაფვიან ჰარმონიისაკენ.
ფოლკლორის მსმენელი ადამიანები ძირითადად აღსავე არიან პატრიოტული გრძნობებით. მათი წყენინება ადვილია. ხშირად მათ აკვიატებული აზრები აქვთ.
კლასიკური მუსიკის მსმენელების კატეგორიაში ძირითადად შემოქმედი ადამიანები შედიან. ისეთი ადამიანები, რომლებიც ხშირად გამორჩეულებიც კი არიან სხვებისაგან. ისინი სულიერად ჩაკეტილები არიან.
ელექტრო მუსიკის მსმენელთა ჯგუფში ისეთი ადამიანები შედიან,რომლებიც უფრო მეტად აქტიურები არიან და სხვა ჟანრის მსმენელთაგან განსხვავებით მათ დეპრესია სულაც არ აწუხებთ. ისინი ყოველგვარი დეპრესიის წინააღმდეგები არიან.
ე.წ. ფანოღებისა და საქეიფო სიმრერების მოყვარული ადამიანები არიან ისინი ვინც ცხოვრებას ამაოდ თვლიან, მაგრამ რადგან ,,ნიახური არ ხარ, რომ მეორედ მოხვიდე'' ცხოვრება დარდიმანდში უნდა გაატარო.
და ბოლოს, ის ადამიანები,რომლებიც ჩამოთვლილთაგან არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან არიან, ან იმკატეგორიისები რომლებიც საერთოდ არ უსმენენ მუსიკას, ან პირიქით, უსმენენ ყველაფერს სიტუაციისა და განწყობის შესაბამისად, ასეთი ადამიანები საკმაოდ მრავალფეროვნები და საინტერესოები არიან, ისინი ადვილად ეგუებიან ცვლილებებს, ღრმა დეპრესიის დროსაც კი ინარჩუნებენ ოპტიმიზმს.
საქართველო თავისი კულტურით გამორჩეული ქვეყანაა. ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო, სვანეთი, რაჭა, აფხაზეთი ეს საქართველოს კუთხეებია, თითოეული მათგანი თავისი დამახასიათებელი კულტურით გამოირჩევა. მაგალითად, სვანეთი : სვანეთი საქართველოს მთიანი კუთხეა, იგი გამოირჩევა თავისი ადათ-წესებით. ამ რეგიონის დამახასიეთებელი სიმბოლო სვანური კოშკია. იმერეთი ; იმერეთი განთქმულია თავისი სტუმართმოყვარეობით, იმერლები ყველა სტუმარს დიდი პატივისცემით ხვდებიან. იმერეთის ერთ-ერთი ღისაშესანიშნაობა და კულტურის ძეგლი ბაგრატის ტაძარია, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. კახეთი : კახეთს ქართული ღვინის სამშობლოსაც უწოდებენ, იქ შემონახულია ყურძნის უიშვიათესი ქართული ჯიშები. ასე, რომ თითოეულ კუთხეს თავისი განსაკუთრებულობა ახასიეთებს. ქართული ცეკვა კულტურის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ნიმუშია. ცეკვა ქართული, მთიულური, ბაღდადური, განდაგანა, დავლური, სამაია, ხორუმი, ხევსურული, ჯეირანი, ყაზბეგური, კინტაური, ხანჯლური, ფარცა ეს ქართულ ფოლკლორულ ცეკვათა ერთობლიობაა. ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. იგი ნელ-ნელა იხვეწებოდა და ვითარდებოდა, დღეს ის მართლაც ხელოვნების ნიმუშია.
არანაკლებ აქტუალურია ქართული ფოლკლორი, ისევე როგორც ცეკვას, ფოლკლორსაც დიდი ხნის ისტორია აქვს. ძალიან ბევრი ქართული ხალხური სიმღერა გვაქვს შემორჩენილი, რომელსაც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრები ბრძოლისა თუ მუშაობის დროს მღეროდნენ. ,,მრავალჟამიერი'', ,,ურმული'', ,,ელესა'', ,,მხოლოდ შენ ერთს'' და კიდევ სხვა მრავალი სიმღერა ინახება ქართული ფოლკლორის არქივში. ნამდვილად საამაყოა ის, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ! სხვაგან სად შევხვდებით ასეთ ცეკვას, ასეთ კულტურას! სად ვნახავთ ასეთ სტუმართმოყვარე ხალხს?!