Saturday, March 19, 2016

წიგნები... სინათლე ჩვენს სულიერ სამყაროში

  საუკუნეების განმავლობაში უამრავი წიგნი იწერებოდა და იქმნებოდა შედევრები. წიგნის კითხვა უმნიშვნელოვანესია ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. დღეს წიგნის კითხვა ინტერნეტმა შეცვალა, მაგრამ ვერანაირი ინტერნეტი და ტექნელოგია ვერ შეცვლის იმ ლიტერატურულ შედევრებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, ლიტერატურის სფეროში დაგროვდა. პირადად ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია ისეთი ადამიანი, რომელიც აბუჩად იგდებს და ზერელედ ეკიდება წიგნის კითხვას. ადამიანების რაღაც ნაწილს წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რამხელა როლს ასრულებენ წიგნები ჩვენს ცხოვრებაში. წიგნები გვიმაღლებენ  ჩვენს სულიერ სამყაროს, გადავყავართ სხვა სამყაროში, პერსონაჟები ავსებენ ჩვენს ცხოვრებას და გვაძლევენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას.  "ადამიანი სულ ცოტათი მაინც უნდა გახადოს წიგნმა იმაზე უკეთესი ვიდრე ამ წიგნის წაკითხვამდე იყო"- ეს გურამ დოჩანაშვილის სიტყვებია. მართლაც ასეა, თითოეული წიგნი გვმატებს გამოცდილებას და ვიგებთ უფრო მეტს.
  სამწუხაროდ, დღეს ბევრ ადამიანს წიგნის კითხვაზე მეტად კომპიუტერული თამაშები და სოციალურ ქსელში აქტივოობა ურჩევნია. თითოეული ჩვენთაგანისთვის აუცილებელია წიგნის კითხვა, რადგან მხოლოდ წიგნებს შეუძლიათ ჩვენი სულის გადარჩენა...
 

No comments:

Post a Comment