საქართველო თავისი კულტურით გამორჩეული ქვეყანაა. ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო, სვანეთი, რაჭა, აფხაზეთი ეს საქართველოს კუთხეებია, თითოეული მათგანი თავისი დამახასიათებელი კულტურით გამოირჩევა. მაგალითად, სვანეთი : სვანეთი საქართველოს მთიანი კუთხეა, იგი გამოირჩევა თავისი ადათ-წესებით. ამ რეგიონის დამახასიეთებელი სიმბოლო სვანური კოშკია. იმერეთი ; იმერეთი განთქმულია თავისი სტუმართმოყვარეობით, იმერლები ყველა სტუმარს დიდი პატივისცემით ხვდებიან. იმერეთის ერთ-ერთი ღისაშესანიშნაობა და კულტურის ძეგლი ბაგრატის ტაძარია, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. კახეთი : კახეთს ქართული ღვინის სამშობლოსაც უწოდებენ, იქ შემონახულია ყურძნის უიშვიათესი ქართული ჯიშები. ასე, რომ თითოეულ კუთხეს თავისი განსაკუთრებულობა ახასიეთებს.
ქართული ცეკვა კულტურის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ნიმუშია. ცეკვა ქართული, მთიულური, ბაღდადური, განდაგანა, დავლური, სამაია, ხორუმი, ხევსურული, ჯეირანი, ყაზბეგური, კინტაური, ხანჯლური, ფარცა ეს ქართულ ფოლკლორულ ცეკვათა ერთობლიობაა. ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. იგი ნელ-ნელა იხვეწებოდა და ვითარდებოდა, დღეს ის მართლაც ხელოვნების ნიმუშია.
არანაკლებ აქტუალურია ქართული ფოლკლორი, ისევე როგორც ცეკვას, ფოლკლორსაც დიდი ხნის ისტორია აქვს. ძალიან ბევრი ქართული ხალხური სიმღერა გვაქვს შემორჩენილი, რომელსაც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრები ბრძოლისა თუ მუშაობის დროს მღეროდნენ. ,,მრავალჟამიერი'', ,,ურმული'', ,,ელესა'', ,,მხოლოდ შენ ერთს'' და კიდევ სხვა მრავალი სიმღერა ინახება ქართული ფოლკლორის არქივში.
ნამდვილად საამაყოა ის, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ! სხვაგან სად შევხვდებით ასეთ ცეკვას, ასეთ კულტურას! სად ვნახავთ ასეთ სტუმართმოყვარე ხალხს?!
No comments:
Post a Comment