Friday, March 18, 2016

მუსიკა და ადამიანი

მუსიკა... ეს ის ხელოვნებაა რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა. ,,მუსიკა ფლობს მაგიურ ძალას, წამიერად ახდენს გაფანტული გონების კონცენტრაციას და ამშვიდებს აფორიაქებულ სულს.''- ეს სიტყვები უილიამ კონგრივმა დაწერა. მართლაც, მუსიკას საოცარი ძალა აქვს, რომელსაც შეუძლია ადამიანის ფსიქოლოგიაზე გავლენის მოხდენა. ,,მუსიკალური აღზრდა - ყველაზე ძლიერი იარაღია, რამეთუ რიტმი და ჰარმონია აღწევს ყველაზე დაცულ, სიღრმისეულ და იდუმალ ადგილებს ადამიანის სულში...'' - ეს ფრაზა საუკუნეების წინ დაწერილ ხელნაწერებშია აღმოჩენილი. იმის მიხედვით თუ რა ჟანრის მუსიკას უსმენს ადამიანი შეგვიძლია გამოვიცნოთ მისი

სულიერი სამყარო. მაგალითად : ადამინები, რომლებიც უსმენენ მძიმე მუსიკას, როგორიცაა მძიმე როკი და სხვა მსგავსი ჟანრი, ისინი აგრესიულები და დეპრესიულები არიან, მათ აღიზიანებთ ოპტიმისტი ადამიანები, რომლებიც კმაყოფილები არიან ყველაფერით.
   ისეთი ადამიანები, რომლებიც უსმენენ როკს და სხვადასხვა მელანქოლიური ჟანრის მუსიკას, ისინი თვლიან რომ ყველაფერი სისულელეა და ყველაფრისადმი გულგრილად არიან განწყობილნი, მათ სურთ თავი ისე წარმოაჩინონ თითქოს მათთვის ყველაფერი სულ ერთია.
  ისინი ვინც უსმენს ჰიპ-ჰოპს და რეპს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან რაღაც არარეალურს და ცდილობენ დაამკვიდრონ თავისი წესები.
  ჯაზის და ბლუზის მსმენელები არიან ძირითადათ ისეთი ადამიანები, რომლებსაც მობეზრებული აქვთ ყოველდღიურობა და ისწრაფვიან ჰარმონიისაკენ.
  ფოლკლორის მსმენელი ადამიანები ძირითადად აღსავე არიან პატრიოტული გრძნობებით. მათი წყენინება ადვილია. ხშირად მათ აკვიატებული აზრები აქვთ.
  კლასიკური მუსიკის მსმენელების კატეგორიაში ძირითადად შემოქმედი ადამიანები შედიან. ისეთი ადამიანები, რომლებიც ხშირად გამორჩეულებიც კი არიან სხვებისაგან. ისინი სულიერად ჩაკეტილები არიან.
 ელექტრო მუსიკის მსმენელთა ჯგუფში ისეთი ადამიანები შედიან,რომლებიც უფრო მეტად აქტიურები არიან და სხვა ჟანრის მსმენელთაგან განსხვავებით მათ დეპრესია სულაც არ აწუხებთ. ისინი ყოველგვარი დეპრესიის წინააღმდეგები არიან.
  ე.წ. ფანოღებისა და საქეიფო სიმრერების მოყვარული ადამიანები არიან ისინი ვინც ცხოვრებას ამაოდ თვლიან, მაგრამ რადგან ,,ნიახური არ ხარ, რომ მეორედ მოხვიდე'' ცხოვრება დარდიმანდში უნდა გაატარო.  
  და ბოლოს, ის ადამიანები,რომლებიც ჩამოთვლილთაგან არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან არიან, ან იმკატეგორიისები რომლებიც საერთოდ არ უსმენენ მუსიკას, ან პირიქით, უსმენენ ყველაფერს სიტუაციისა და განწყობის შესაბამისად, ასეთი ადამიანები საკმაოდ მრავალფეროვნები და საინტერესოები არიან, ისინი ადვილად ეგუებიან ცვლილებებს, ღრმა დეპრესიის დროსაც კი ინარჩუნებენ ოპტიმიზმს.

No comments:

Post a Comment