ტბა ცნობილია დიდი მარილიანობით. ტბაში მარილის რაოდენობა 40 პრომილეს აღემატება. ერთ ლიტრ წყალში 380 გრამი მარილია.
Thursday, April 28, 2016
ვარდისფერი ტბა
რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ვარდისფერი ტბა, მართლაც არსებობს. იგი აფრიკის კონტინენტზე, მწვანე კონცხის ნახევარკუნძულზე, სენეგალში მდებარეობს. მისი შეფერილობა ტბაში არსებულმა წყალმცენარემ მლაშე დუნალიელამ გამოიწვია, რომელიც გამოყოფს წითელ პიგმენტს.
Monday, April 25, 2016
საყოფაცხოვრებო ნივთების ისტორია
ბოლო 100 წლის განმავლობაში ცხოვრების გასაიოლებლად მრავალი ხელსაწყო გამოიგონეს. ამ პოსტით, მე შევეცდები, რამდენიმე მათგანის მოკლე ისტორია გაგაცნოთ.
უთო
ზოგადად უთოს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. მას ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში იყენებდნენ ძველი ბერძნები სხვადასხვა ქსოვილებისათვის ნაკეცების გასასწორებლად.
1850-იან წლებში გაუთოება საკმაოდ ძნელ საქმეს წარმოადგენდა. უთოს ცეცხლზე გახურება იყო საჭირო. მაგრამ მანამ, სანამ ცეცხლზე გასაცხელებელ უთოს გამოიგონებდნენ, იყენებდნენ ისეთ უთოს, რომელშიც გავარვარებული ნაკვერჩხლების ჩაყრა იყო საჭირო. ელექტროუთო 1882 წელს გამოიგონა ჰენრი სილმა.
სარეცხი მანქანა
მარტივი სარეცხი მანქანები 1900-იან წლებში გაჩნდა. სარეცხს ხის კასრში ყრიდნენ და ხელით ატრიალებდნენ. 1920 წლიდან სარეცხი მანქანები ძრავებით აღჭურვეს, მაგრამ სარეცხის გასაწურად ჯერ კიდევ ხელის მოწყობილობა გამოიყენებოდა.
თანამედროვე სარეცხი მანქანას რამდენიმე პროგრამა აქვს : ის თვითონ რეცხავს, წურავს და აშრობს.
მაცივარი
ასეულობით წლების განმავლობაში ადამიანი საკვებს ყინულში ინახავდნენ. 1890 წელს გამოიგონეს საყოფაცხობრებო მაცივარი. 1912-1915 წლებში კლარენს ბერდსაიმ აღმოაჩინა, რომ საკვები გაყინვისას უფრო დიდხანს ინახება. დღეს თითქმის ყველა ადამიანი იყენებს მაცივარს საკვების შესანახად.
ცენტრალური გათბობა
ძველ რომში მთელ სახლს ათბობდნენ მიწის ქვეშ განლაგებილი მილებიდან წამოსული ცხელი ჰაერით. ეს იყო პირველი ცენტრალური გათბობა. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში გამოიგონეს ,,ქვაბი'' რომელიც რადიტორებისთვის წყალს აცხელებდა. დღეს უამრავი სახლი თბება ცხელი ჰაერის ნაკადით, რომელიც ყველა ოთახშია გაყვანილი.
ფოტოაპარატი
1839 წელს გამოიგონეს პირველი ფოტოაპარატი, რომელიც სურათს სპეციალურ ქაღალდზე ან მინაზე გამოსახავდა, თანაც ძალიან ნელა. 1889 წელს კოდაკის პირველი პორტატული კამერები გამოიგონეს.
ამ აპარატში გადასახვევი ფოტოფირი გამოიყენებოდა, რის გამოც ფოტოს გადაღება უფრო სწრაფიც გახდა და იაფიც, მაგრამ იმ დროისთვის ფოტო საკმაოდ დაბალი ხარისხის იყო.
დღევანდელი ფოტოაპარატები ძალიან მაღალი ხარისხისაა. მათ გადაღება სიბლენეში და წყალქვეშაც კი შეუძიათ.

Sunday, April 24, 2016
ბრძნული იგავები
ქვის მთლელი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვის მთლელი. ის დაიღალა მზის გულზე, საშინელ სიცხეში მუშაობით და თავისთვის ჩაილაპარაკა:
— მე მომბეზრდა ასე ცხოვრება და ქვების თლა იქამდე, ვიდრე დაღლილობისგან არ დავეცემი... და კიდევ ეს მზე, რომელიც მუდმივად ანათებს! როგორ ძალიან მინდა მის ადგილზე ყოფნა! ვიცხოვრებდი მაღლა ცაში, ვიქნებოდი ყოვლისშემძლე, ცხელი, მთელს მსოფლიოს ჩემს სხივებს მოვფენდი! — ბოლო სიტყვის თქმა ვერ მოასწრო რომ საოცრება მოხდა: მისი ნატვრა ახდა და ქვის მთლელი მზედ გადაიქცა. ის ძალიან ბედნიერი იყო, რომ სურვილი შეუსრულდა და სიხარულით დაიწყო თავისი სხივების გაგზავნა სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ, მან შეამჩნია, რომ ღრუბლები, მის სხივებს გზას უღობავდნენ.
— რად მინდა მზე რომ ვიყო, თუ უბრალო ღრუბლებს შეუძლია ჩემს სხივებს გზა გადაუღობოს და არ გაუშვას? — წამოიძახა მან. — თუ ღრუბელი მზეზე ძლიერია, მირჩევნია ღრუბელი ვიყო! და ის ღრუბლად გადაიქცა. მან მთელ დედამიწას შემოუარა, მიფრინავდა და მიწას აწვიმდა, მაგრამ, უეცრად ქარი ამოვარდა და ღრუბლები გაფანტა.
— ჰო, ქარს, თურმე, ღრუბლების გაფანტვა შეძლებია, ესე იგი, ის უფრო ძლიარია, მე მინდა, რომ ვიყო ქარი! — გადაწყვიტა მან. და გახდა ქარი. და დაქროდა ის მთელს მსოფლიოში. ის აწყობდა ქარიშხლებს და ტაიფუნებს. მაგრამ, უეცრად შეამჩნია, რომ მას გზას კედელი უღობავდა. ძალიან მაღალი და ძალიან მტკიცე. ეს იყო მთა.
— რად მინდა ქარი რომ ვიყო, თუ უბრალო მთას შეუძლია რომ შემაჩეროს? ის ყველაზე ძლიერია! — თქვა ეს ჩვენმა გმირმა და მთად გადაიქცა. და უეცრად მან იგრძნო, რომ გვერდში რაღაც უკაკუნებდა. რაღაც, რაც მასზე უფრო ძლიერია. მას მისი ძირის გამოთხრა და დასამარება უნდა. და ეს იყო… პატარა ქვისმთლელი!

სამი საცერი
ერთი კაცი მივიდა სოკრატესთან და ჰკითხა:
— იცი, რა თქვა შენზე შენმა მეგობარმა?
— მოიცადე, — გააჩერა ის სოკრატემ, — ჯერ ის რაც უნდა თქვა, სამ საცერში გაატარე.
— სამ საცერში?
— ვიდრე რამეს იტყვი, ის სამჯერ უნდა გაცრა. ჯერ სიმართლის საცერში. დარწმუნებული ხარ, რომ ეს სიმართლეა?
— არა, მეც სხვისგან გავიგე.
— ე. ი. შენ არ იცი, ეს სიმართლეა თუ არა. მაშინ მეორე საცერში გაატარე — სიკეთის საცერში. შენ, ჩემს მეგობარზე, რამე კარგი უნდა მითხრა?
— არა, პირიქით.
— ესე იგი, — გააგრძელა სოკრატმა, — შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თან დარწმუნებული არ ხარ იმაში, რომ ეს სიმართლეა. მესამე საცერიც გამოვიყენოთ — სარგებლობის საცერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რის მოყოლასაც აპირებ?
— არა, ამის აუცილებლობა არ არის.
— ამრიგად, — დაასკვნა სოკრატმა, — იმაში, რისი თქმაც შენ გინდა, არც სიმართლეა, არც სიკეთე და არც სარგებელი. მაშინ რატომ უნდა მითხრა?
იღბალი
მას შემდეგ, რაც ღმერთმა სამყარო შექმნა, ჯერი იღბალზე მიდგა :
- ვისთან წახვაალ? - ჰკითხა ღმერთმა იღბალს.
- წავალ, ყველაზე ზარმაც ადამიანს ვნახავ და მასთან დავრჩები, - უპასუხა იღბალმა.
- ეგ როგორ? ქვეყანაზე ხომ ძალიან ბევრი შრომისმოყვარე ადამიანია, შენ კი ზარმაცთან მიდიხაარ?
იღბალმა კი საპასუხოდ მიუგო:
- შრომისმოყვარე მე თავად მიპოვის...
ბზობა
ბზობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი საღმრთო დღესასწაულია. იგი მოძრავია და აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ბზობის დღესასწაული ქრისტიანული კულტურის მსახურებაში IV საუკუნიდან შემოვიდა. ამ დღესასწაულის შინაარსი მომდინარეობს სახარების მოთხრობიდან, სადაც აღწერილია ,,პასექის დღესასწაულზე'' დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს იქ მისვლას ხალხი დიდი ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს საკუთარ სამოსს უგებდა, ზოგიც პალმის ტოტებს (ბაიას) უფენდა, თან ,,ოსანას'' შესძახოდნენ.
ბზობის დღესასწაული სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს : მღვდელმსახურები მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, ასევე გალობენ ,,ოსანას''. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს, ხოლო რუსეთში - ტირიფი.

Friday, April 22, 2016
საინტერესო ფაქტები დედამიწის შესახებ
რადგან 22 აპრილი დედამიწის დღეა მინდა ამ პოსტით დედამიწის შესახებ რემდენიმე საინტერესო ფაქტი გაგიზიაროთ.
- საშუალო მანძილი მზესა და დედამიწას შორის 149 მილიონი კილომეტრია.
- დედამიწის 71% წყლით არის დაფარანული.
- დედამიწაზე უდაბნოების უმეტესობა სულაც არ შედგება ქვიშისაგან, მისი 85% ქანებსა და ხრეშს შეიცავს.
- დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომელიც ტექტონიკური ფილებისაგან შედგება. (იგი 7 ტექტონიკური ფილისაგან შედგება)
- დედამიწის შიდა ბირთვის ტემპერატურა 5 000 - 7 000 გრადუსია, რაც უტოლდება მზის ზედაპირის ტემპერატურას.
- მზის ორბიტაზე დედამიწა 108 000 კილომეტ საათ სიჩქარით გადაადგილდება.
- დედამიწა სიდიდით მეხუთე პლანეტაა.
- იგი დაახლოებით 4,54 მილიარდი წლისაა.
- დედამიწის ზედაპირის მინიმალური ტემპერატუტა -89,2 გრადუსია. მაქსიმალური +57,8 . ხოლო საშუალო +14 გრადუსი.
- ფილების მოძრაობისას, თუ ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან წარმოიქმნება მთები, ხოლო თუ შორდებიან მიწისძვრები.
Thursday, April 21, 2016
ბრძნული გამონათქვამები
1. არავინ იბადება სხვა კანის ფერის, სხვა წარმოშობისა და სხვა რელიგიის მქონე ადამიანებისადმი თანდაყოლილი სიძულვილის გრძნობით. ამ სიძულვილს ადამიანები სწავლობენ და რადგანაც ამ სიძულვილის სწავლა შეიძლება, მაშინ სიყვარულის სწავლაც შესაძლებელი უნდა იყოს.
2. სიმართლეს ბერვი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი.
3. პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწდება, ხოლო ოპტიმისტი იცინის იმიტომ, რომ ბევრი რამ დაივიწყოს.
4. ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისის ქენჯნას, ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.
5. ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, ხოლო ვინც აზროვნებს-კომედია.
6. სიყვარული ხიზილალაა და საქორწინო ტორტი, ხენდრო და ტკბილი კრემი. სიყვარული შამპანიურია, მეგობრობა კი ახლადგაომცხვარი პური, ახალგადღვებილი კარაქი, გლეხური პური და ორისათვის შემოდგმული ჩაიდანი. რა თქმა უნდა, სჯობს, ორივე გქონდეს, მაგრამ მეგობრობას უფრო ჩაატან გემოს.
15. ნურასდროს ესვრი სხვას თალახს, შეიძლება ააცილო და ხელი ტალახიანი დაგრჩეს.
16. ნუ განსჯი ადამიანს წარსულისთვის, რადგან არ იცი შენი მომავალი.
20. სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ იმას რაც ჩვენ ვიცით კანონების შესახებ.

7. ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს, რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა.
8. ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე თქვი რაც დუმილზე უკეთესია.
9. სულელებს დიდ ზიანს აყენებენ ისინი, ვინც მათ აქებენ.
10. მეგობრად ის მიიჩნიე ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ...
11. ღმერთი მწერალია, ჩვენ კი ერთდროულად გმირებიც და მკითხველებიც.
12. დრო არის საათი უციფერბლატოდ.
13. ადამიანს არაფერი ამძიმებს ისე როგორც ცარიელი თავი.
14. მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ადამიანებისათვის ასეთი ძნელი იყვნენ ბედნიერები არის ის, რომ ისინი ყოველთვის ხედავენ წარსულს უკეთესს ვიდრე ის სინამდვილეში იყო, აწმყოს უარესად ვიდრე არის და მომავალს იმაზე ნაკლებად ამოსაცნობად ვიდრე იქნება.
15. ნურასდროს ესვრი სხვას თალახს, შეიძლება ააცილო და ხელი ტალახიანი დაგრჩეს.
16. ნუ განსჯი ადამიანს წარსულისთვის, რადგან არ იცი შენი მომავალი.
17. სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანების გულებია.
18. მოთმინება ის უნარია, რომელიც სწორედ მაშან ამოიწურება როცა ყველაზე მეტად გჭირდება.
19. ცხვერბის ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ჰყავს ცხვარი.
20. სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ იმას რაც ჩვენ ვიცით კანონების შესახებ.
Tuesday, April 19, 2016
საღეჭი რეზინი
საღეჭი რეზინი... ერთი შეხედვით ეს უწყინარი და გემრიელი რამ საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისათვის. უამრავი ფერისა და გემოს მქონე საღეჭი რეზინი არსებობს, ალბათ თქვენც ბევრი გაგისინჯავთ და არც კი დაფიქრებულხართ თუ რა ზიანის მოყენება შეუძლია მას ჩვენთვის.
საღეჭი რეზინის ისტორია უძველესი დროიდან მომდინარეობს. ძველ დროს ხის ფისს, კაუჩუკს, არომატული ხის ფოთლებს და სხვა საშუალებებს იყენებდნენ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად.
საღეჭი რეზინის ფაბრიკა პირველად ამერიკაში აშენდა. მის მწარმოებელი ჯონ კორტისი იყო.
,,საღეჭი რეზინის'' წარმოებისას გამოიყენება დიდი რაოდენობით ქიმია.მისი წარმოქმნა თავდაპირველად საღეჭი ფუძისაგან იწყება. რომელიც პროდუქტს ელასტიურს ხდის. საღეჭ ფუძეს ათავსებენ მიქსერში, შემდეგ უმატებენ საღებავს, არომატიზატორებს და გლუკოზის სიროფს სიტკბოსათვის. ამ ყველაფრის შერევის შემდეგ იგი თხევადია, (რაც შემდგომში უნარჩუნებს ელასტიურ მდგომარეობას). ყველაფერ ამას მაღალ ტემპერატურაზე ურევენ რათა ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერიოს. შემდეგ გადის გარკვეულ პროცედურებს და ხდება დაფასოება.
ბევრჯერ გაგვიგია, რომ საღეჭი რეზინი სასარგებლოა კბილებისათვის, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს პირიქითაა, იგი ხელს უწყობს კარიესს. ასევე მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ იგი ხელს უწყობს მეხსიერების დაქვეითებას, ხოლო ნაწილი კი ამბობს, რომ იგი აძლიერებს აზროვნებას.

Friday, April 15, 2016
,,დედა ენა''
დაწყებითი კლასებისათვის, ქართული ენის შესასწავლი ორიგინალი სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილმა შექმნა. წიგნი პირველად 1876 წელს გამოიცა ,,დედა ენა ანუ ანბანი და საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის''. 1906 წლიდან ,,დედა ენა'' ორ წიგნად გამოიცა : პირველი ნაწილში მოცემული იყო წერა-კითხვის შესასწავლი მასალა. ხოლო მეორე ნაწილში განთავსებული იყო საყმაწვილო თხზულებები, ხალხური შემოქმედება და გეოგრაფიული, საბუნებისმეტყველო, ისტორიული და ეთნოგრაფიული სტატიები.
1876-1912 წლებში, იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში, ,,დედა ენა'' 33-ჯერ გამოიცა, ხოლო ავტორის გარდაცვალების შემდეგ წიგნის გამოცემა სპეციალურ კომისიას მიენდო.
პირველი ,,დედა ენის'' შექმნიდან 140 წელი გავიდა, მიუხედავად ამისა, ამ დროის განმავლობაში მას მაინც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. იაკობ გოგებაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ერის საგანმანათკებლო კულტურაში.
Thursday, April 14, 2016
ქართული ენის დღესთან დაკავშირებითი ღონისძიება
14 აპრილი, როგორც უკვე ვიცით ქართული ენის დღედ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ერტისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასმა (ჩემმა კლასმა) ჩაატარა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია ქართული ენის შესახებ. პრეზენტაციისათვის დავამზადეთ სხვადასხვა პლაკატები. ღონისძიება სკოლის ბიბლიოთეკაში ჩავატარეთ.
14 აპრილი ,,დედა ენის'' დღე
14 აპრილი ქართული ენის დღედ 1990 წლიდან გამოცხადდა, 1978 წლის საპატივცემულოდ. 1978 წელის 14 აპრილს თბილისში, კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შეცვლის საწინააღმდეგო გამოსვლები ჩატარდა.
1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრ კავშირის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული უნდა დარჩენილიყო. კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.
კრემლში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. კრიზისის განმუხტვა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ედუარდ შევარდნაძე მოსკოვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გამართა. მოლაპარაკების შემდეგ მიღებულ იქნა ნებართვა, ახალ კონსტიტუციაში ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი შეენარჩუნებინა.

Wednesday, April 13, 2016
თეატრის ისტორია
თეატრი ხელოვნების ერთ-ერთი დარგია. ბერძნულად ,,theatron'' სანახაობის ადგილს ნიშნავს. თეატრი ფესვებს უძელესი თამაშებიდან და სახალხო რიტუალებიდან იდგამს.
ძველ საბერძნეთში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებითa და სცენური ტექნიკით. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნეს აღმოსავლეთის ხალხმა ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიაში და სხვაგან. შუა საუკუნის ევროპაში ძირითადად თეატრალურ შემოქმედებას მოხეტიალე მსახიობები ჟონგლიორები, ჰისტრიონები და სხვა მსახიობები ატარებდნენ.
თეატრალური ხელოვნება განსაკუთრებით აღორძნების ხანაში განვითარდა. ამ დროს იგი ბინას იდებს საქალაქო კულტურის ცენტრებში.
თეატრის რამდენიმე სახეობა არსებობს : ოპერა, მიუზიკლი, პანტონიმა (უსიტყვო თეატრი), თოჯინების თეატრი, ჩრდილების თეატრი.
დღეს თეატრი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, მისი ცნობილი სცენებია:
ბროდვეის თეატრი, ოპერა გარნეი, კორვეთ-გარდენი, კოლონი, ლა სკალა, სან-კარლო.
Monday, April 11, 2016
,,სმაილის'' ისტორია
ხშირად ვიყენებთ, ეგრედ წოდებულ ,,სმაილებს'' ჩვენი ემოციების გამოსახატად : ესემესის გაგზავნის დროს, ან თუნდაც ჩვენს ონლაინ გვერდძე რაიმეს დაპოსტვის დროს, მაგრამ იმაზე თუ დაფიქეებულხართ ვინ და როდის შექმნა ეს ერთი შეხედვით მარტივი და მშვენიერი ანიმაცია?
1921 წლის 10 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის შტატში დაიბადა - ჰარვი როს ბოლი (Harvey Ross Ball), ადამიანი რომელმაც შექმნა სმაილები. სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი აქტიუირად ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში. მიუხედავად მისი წარმატებული სამხედრო კარიერისა იგი ცნობილი გახდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარი ადგილობრივ საზოგადოებაში.1959 წელს მან დააარსა საკუთარი ფირმა ,,Harvey Ball Advertising'', სწორედ ამ ფირმაში შეიქმნა ,,სმაილი'' 1963 წელს. ჰარვიმ ,,სმაილების'' შექმნით 45 მილიონი დოლარი იშოვა. 1979 წელს ჰარვის უკვე 10 მილიონი სმაილი ქონდა გაყიდული, მაგრამ იგი სულაც არ ფიქრობა საავტორო უფლების დარეგისტრირებას.
რა თქმა უნდა, თავდაპირველად სმაილები იყო სათამაშოები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკაში დღეს აპლიკაციის სახითაა და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
3D მხატვრობა
დროთა განმავლობაში ვითარდება და უკეთესობისაკენ მიდის ნებისმიერი სფერო. ამ განვითარებას არც ხელოვნება ჩამორჩა და შეიქმნა მხატვრობის ახალი სახე, 3D მხატვრობა. 3D ნამუშევრები სიბრტყეზე გამოსახულ სხეულებს მოცულობით წარმოაჩენს, რაც საკმაოდ საინტერესო და კარგი სანახავია.
მიუხედავად იმისა, რომ 3D მხატვრობას არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, დღეს იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს. საკმაოდ ბევრი უცნობი მხატვარი გამოჩნდა ამ დარგის მიმდევარი. ისინი ხატავენ არამარტო ფურცლებზე, არამედ ქუჩებშიც. მართლაც არაჩვეულებრივი სანახავი იქნება 3D ნახატებით მოხატული ქუჩა. ვფიქრობ, არ იქნებოდა ცუდი ჩვენი ქუჩებიც რომ მოეხატათ...

Sunday, April 10, 2016
რამდენად კეთილსინდისიერი ხართ?!
დაფიქრებულხართ საკუთარ სინდისზე? ძალიან კარგი, ამ ტესტის საშუალებით უკეთ გავიცნობთ საკუთარ თავს და გავიგევთ, თუ რამდენად კეთილსინდისიერები ვართ!
(უპასუხეთ კითხვებს და შეაჯამეთ ქულები)
1. წარმოიდგინეთ თქვენ იპოვეთ რამოდენიმე ბიბლიოთეკის წიგნი, რომლებიც უნდა დაგებრუნებინათ 8 თვის წინ დააბრუნებდით?
ა) კი, თუ ჯარიმა არ შემექნებოდა გადასახდელი.
ბ) არაა.
გ) დავაბრუნებდი ჯარიმაც, რომ გადამეხადა.
2. ვთქვათ, სალარო ოპერატორმა მოგცათ იმაზე მეთი ფული, ვიდრე გეკუთვნოდათ, დაიტოვებდით?
ა) დიახ თუ ბანკი აღმოაჩენდა ვეტყოდი არ დამითვლიაო.
ბ) არა, ეს ქურდობა იქნებოდა.
გ) თუ მართლა მჭირდებოდა დავიტოვებდი.
3. წარმოიდგინე დაინახე 10 წლის ბავშვი, რამეს იპარავს მაღაზიიდან.ეტყოდით დაცვას?
ა) დიახ, შენიშვნამ შეიძლება ბავშვი გამოასწოროს.
ბ) ვეტყოდი თუ დაცვა დამპირდებოდა, რომ არ დაურეკავდა პოლიციას.
გ) თუ მას სხვა არავინ დაინახავდა, მივიდოდო და ვეტყოდი უკან დაებრუნებინა ყველაფერი.
დ) არც კი მივაქცევდი ყურადღებას, რომ გაიზრდება მიხვდება თავის შეცდომას.
4. თუ თქვენ დაგჭირდათ თაბახის ფურცელი სახლის პრინტერისთვის, მოიპარავდით მას სკოლიდან ან ოფისიდან?
ა) თუ არავინ დამინახავდა კი. თან იმდენს წამოვიღებდი რამდენიც დამჭირდებიდა
ბ) არა შემეშინდებოდა ვინმეს რომ დავენახე.
გ) თუ ვერ ვიყიდიდი ცოტას წამოვიღებდი.
5. წარმოიდგინეთ ქალაქში ვერ იპოვეთ პარკინგის ადგილი, დააყენებდით მანქანას პირად სადგომზე?
ა) არა, ეს უზრდელობა იქნებოდა.
ბ) რათქმუნდა. თქვენ არა?
პასუხები:
1 ა) 2 ქულა ბ) 1ქულა გ) 3 ქულა
2 ა) 1 ქულა ბ) 3 ქულა გ) 2 ქულა
3 ა) 3 ქულა ბ) 2 ქულა გ) 1 ქულა დ) 0 ქულა
4 ა) 1 ქულა ბ) 3 ქულა გ) 2 ქულა
5 ა) 3 ქულა ბ) 1ქულა გ) 2ქულა
12-15 თქვენ ძალიან კეთილსინდისიერი და საიმედო ადამიანი ხათ.
8-11 თქვენ გონივრულად კარგი ადამიანი ხართ .
5-7 სად დაკარგეთ მორალი? მომავალში უფრო უკეთ მოიქეცით...
და თქვენი შედეგებია:
საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ
რადგან წინა პოსტი ცხოველებს მივუძღვენი, გადავწყვიტე გამეგრძელებინა მათზე საინტერესო ინფორმაციის გავრცელება. დღევანდელ ჩემს პოსტში გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ცხოველების შესახებ.
იცით თუ არა, რომ:
იცით თუ არა, რომ:
- მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოდესღაც ჟირაფსა და დიკ-დიკს საერთო წინაპარი ყავდათ, მაგრამ მას შემდეგ რაც ქანების მოძრაობის შედეგად გაჩნდა მთა და ორად გაყო ამ საეხეობათა ჯოგი შეიქმნა ორი ახალი ჯიშის ცხოველი, რაც განაპირობა ერთი სახეობის ცხოველების სხვადასხვა პირობებთან შეგუებამ და ახალი ნიშან-თვისებების შეძენამ.
- გველების უმეტესობას შეუძლია 1 წელი გაძლოს საკვების გარეშე.
- ბეჰემოთის კანი 4 სანტიმეტრის სისქისაა.
- იკბინებიან მხოლოდ მდედრი კოღები, მამრები ნექტირით იკვებებიან.
- ზებრა თეთრია შავი ზოლებით და არა პირიქით.
- ვირთხა წყლის გარეშე აქლემზე დიდხანს ძლებს.
- ზრდასრულ ვეშაპს შეუძლია 2 წამში 2400 ლიტრი ჰაერი შეისუნთქოს.
- მოზრდილ ზღარბს დაახლოებით 5000 - 7000 ეკალი გააჩნია.
- აფთრის ყბები იმდენად ძლიერია, რომ მას შეუძლია 80 კილოგრამს სიმძიმეს გაუძლოს.
- ორანგუტანგის ,,სიმღერა'' ისმის 2-3 კმ მანძილზე.
Saturday, April 9, 2016
8 ყველაზე დიდი ცხოველი
ცხოველთა სამყარო ერთ-ერთი მრავალფეროვანი და საინტერესო რამ არის. უამრავი ერთმანეთისაგან განსხვავებული, სხვადასხვა ჯიშის ცხოველი არსებობს. თითოეულ მათგანს საერთო წინაპარი ყავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ევოლუციის შედეგად,
ერთმანეთისაგან განსხვავებულ ცხოველებად გამრავლდნენ. დღეს დღეობით 1,5-დან 2 მილიონამდე ჯიშის ცხოველი არსებობს, მაგრამ საინტერესოა ამ მრავალფეროვანი ცხოველთა სამყაროდან, რომლები გამოირჩევიან სიდიდით?
1. ჟირაფი - ჟირაფი უდავოდ მაღალი ცხოველია. მისთვის იდიალურ საცხოვრებელ გარემოსა და კარგი კვების პირობებში ჟირაფს შეუძლია სიმაღლეში 6 მეტრს მიაღწიოს.

2. ალიგატორი - ბინადრობს აშშ-ს სამხრეთ ნაწილში. ეს მტაცებელი ცხოველი მიუხედავად იმისა, რომ არ იკვებება ადამიანებით მაინც ყოველთვის მზადაა თავდასხმისათვის, მისი საკვები ფრინველები, პატარა ცხოველები და ჭაობის ბინადრებია.
3. ზღვის ბინადარი რომელიც არის იმდენად დიდი, რომ მისი თვალი დაახლეობით ადამიანის თავის ზომისაა.
4. მწვანე ანაკონდა - სამხრეთ ამერიკის ბინადარი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გველი. იგი დაახლოებით 7 მეტრი იზრდება.
5. თეთრი ვეშაპი - ერთ-ერთი ყველაზე საშიში არსება. მისი სიგრძე 6 მეტრია.
6. აფრიკული სპილო - უზარმაზარი ცხოველი, მისი სიმაღლე 3-4 მეტრს აღწევს, ხოლო წონა კი 4 ტონას.
7. ბეჰემოთი - ეკვატორულ აფრიკაში მობინადრე. მამრი ბეჰემოთის სხეულის სიგრძე 4,3 მეტრია, ხოლო წონა 3 - 4,5 ტონას აღწევს.
8. ზუთხი - ცოცხლობს 120 წლამდე, იზრდება დაახლოებით 7 მეტრი.
Friday, April 8, 2016
სუნამოს ისტორია
ალბათ თქვენც გაქვთ სუნამო სხვადასხვა არმოატით და ხშირად იყენებთ კიდეც მას, მაგრამ თუ გიფიქრიათ სად და როდის შეიქმნა პირველი სუნამო? სუნამოს შექმნის ისტორია აზიიდან მომდინარეობს. ძველ მესოპოტამიაში წვავდნენ ხის ქერქებს, ფისსა და ზეთს, რათა ჩაეტარებინათ სხვადასხვა საღმრთო რიტუალები. ასევე ისინი ხშირად ასველებდნენ ხის ქერქებსა და ფისს წყლითა და ზეთით შეზავებული საკმევლით, რითიც შემდეგ სხეულს იწმენდნენ. ამასთანავე ამ სითხით ბანდნენ მიცვალებულებსაც.
მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ეგვიპტური იეროგლიფების საშუალებით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ეგვიპტელებმა სუნამოს საიდუმლოს მიგნება ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ დაიწყეს. ანტიკურ ცივილიზაციაში, როგორც ასეთი სუნამო არ არსებობდა, მაგრამ ისინი იყენებდნენ ყვავილებისა და მცენარეების სურნელს არომატისათვის, რათა ჩაეტარებინათ რელიგიური რიტუალები, ამასთანავე მათ სჯეროდათ, რომ სურნელს შეეძლო ავადმყოფების განკურნება და სხეულის სრულყოფა.
არომატებმა ნელ-ნელა მოაჯადოვა მთელი მსოფლიო, ბერძნები ფიქრობდნენ, რომ სურნელს თავად ღმერთები ქმნიდნენ. ასევე აღმოსავლურ რელიგიაში დიდი მნიშვნელობა მიენიჭა არომატებს.
ევროპაში ვარდის წყალი პირველად ჯვაროსნებმა შეიტანეს. ევროპელებს დიდი დრო დასჭირდათ იმის მისახვედრად, თავად როგორ დაემზადებინათ ვარდის წყალი.
თანამედროვე სუნამოსთან მიახლოებულია ,,უნგრული წყალი'' , რომელიც დაამზადეს ევროპაში ვარდის წყლის შეტანის შემდეგ, იგი სურნელოვანი წეთის სპირტში გახსნით მიიღეს. სწორედ ,,უნგრული წყლის'' საშუალებით ცდილობდნენ ევროპელები განთავისუფლებულიყვნენ საშინელი სუნისაგან, რომელიც კანალიზაციის უქონლობის გამო იყო. ინგლისის დედოფალმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ,,უნგრული წყლის'' დასხმა უბრძანა, ასევე საფრანგეთშიც, ყველაფერი გაჟღენთილი იყო ამ სუნამოთი.
მეთვრამეთე საუკუნეში უკვე შეიქმნა მანუფაქტურები, სადაც ოდეკოლონის ჩასასხმელ ფლაკონებს ამზადენდნენ. 1903 წლიდან კი გასაყიდად გამოვიდა პირველი სუნამო.

Wednesday, April 6, 2016
,,საიდუმლო სერობა''
როდესაც ლეონარდო და ვინჩი ,,საიდუმლო სერობას'' ქმნიდა, უდიდესი სირთულის წინაშე წარსდგა: მას იესო უნდა განესახიერებინა სიკეთის სახით, ხოლო იუდა -ბოროტების სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიდა მანამდე, სანამ იდიალურ მოდელებს არ მიაგნო.
ერთხელ ლეონარდო მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა, მხატვარმა მათგან ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი და სრულყოფილი სახე შეიცნო. მან ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა.
სამი წლის შემდეგ მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი ლეონარდოს აჩქარებდა, მაგრამ მან ვერაფრით მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუადს დასახატად გამოდგებოდა.
რაღაც დროის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ჩამოძონძილი და ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა. მხატვარს ნამუშევრის დასასრულებლად დრო აღარ რჩებოდა, მან თანაშემწეებს უბრძანა, კაცი ტაძარში წაეყვანათ. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში. ლეონარდომ დახატა იუდა, რომლის სახეზეც აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი. როდესაც მხატვარმა ხატვა დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა. გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა შეშინებულმა წამოიძახა:
- ეს ნახატი ნანახი მაქვს!
- კი მაგრამ, საიდან ? - გაუკვირდა ლეონარდოს.
- სამი წლის წინს სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში მვღეროდი, მომავლის იმედი მქონდა... ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა...

Monday, April 4, 2016
წარსულის ნაშთები...
საუკუნეების განმავლობაში მრავალი, მშვენიერი არქიტექტურული ძეგლი დაგროვდა. თითოეული მათგანი, რა თქმა უნდა, თავისი შექმნისა და აგების ისტორიით ერთმანეთისაგან განსხვავდება. ხშირად ვაწყდებით, ამ ნაგებობების, ფოტოებს და გვიკვირს საუკუნეების წინ როგორ შექმნეს ასეთი საოცარი შენობა?! ვინ იცის რამდენ საიდუმლოს მალავენ და რამდენის მომსწრენი არიან... მათი საკუთარი თვალით ნახვა და დათვალიერება, ნამდვილად დიდი ბედნიერება და უამრავი ადამიანის ოცნებაა. მაგრამ, სანამ ამ ყველაფერს ჩვენი თვალით მოვინახულებთ მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მათ ფოტოებს.
- ვერსალის სასახლე - 1624 წელს სასახლის აგება ლუდოვიკო XIII-მ ბრძანა, რომელიც შემდეგ ლუდოვიკო XIV-მ გააფართოვა. სასახლემ დასრულებული სახე 1690 წელს. 1837 წელს სასახლეს რესტავრაცია გაუკეთდა და მასში საფრანგეთის ისტორიის მუზეუმი განთავსდა.
2. კოლისეუმი - ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი, რომლელიც აგებულია ახ. წ. 75-80 წლებში. კოლიზეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორ ტიტუსის დროს.
3. ქრისტეს ქამდაკება - (ბრაზილია) რიო-დე-ჟენეიროს სიმბოლოს წარმოადგენს.710 მეტრი სიმაღლის ქანდაკება. ქანდაკების მშენებლობა 1922 წლიდან 1931 წლამდე მიმდინარეობდა. 1932 წლის 12 ოქტომბერს ქანდაკება საზეიმოდ გაიხსნა და
აკურთხეს.
4. ხეოფსის პირამიდა - მისი მშენებლობა ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. იგი 147 მეტრი სიმაღლისაა.
5. აია-სოფიას ტაძარი - ყოფილი ბიზანტიური, მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ოსმალებმა მეჩეთად გადააკეთეს.
6. კაცხის სვეტი - 40-45 მეტრის სიმაღლის სვეტზე აგებული ულამაზესი ტაძარი
რომელიც მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ კაცხში.
Subscribe to:
Posts (Atom)